ეზიარე სიახლეებს ინოვაციური სასწავლო გარემოს დასანერგად“

პროექტები



სასწავლო პროექტის გეგმა
 
სასწავლო თემის ავტორი
სახელი, გვარი
ფიქრია მახარაშვილი
რაიონი
ხაშური
სკოლა
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ: ოსიაურის საჯარო
ქალაქი
ხაშური
თემის დასახელება
World Wide Web-მსოფლიო აბლაბუდას ქსელი
საგანი
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ)
დონე/კლასი
დაწყებითი საფეხური, VI კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
4 კვირის განმავლობაში.
პროექტის აქტუალობის დასაბუთება
ინტერნეტი თანდათანობით ჩვენი ყოველდღიური  ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.
საგაკვეთილო პროცესის დროს, როდესაც განვიხილავდით რა არის ინტერნეტი და ვეცნობოდით მისი განვითარების ეტაპებს მოსწავლეებში გაჩნდა ინტერესი სკოლაში ჩაეტარებინათ გამოკითხვა, ინტერვიუების მეშვეობით და გამოევლინათ რა ინფორმაციას ფლობდნენ ინტერნეტზე, იცოდნენ თუ არა როდის და სად წარმოიშვა, როგორი ქსელები არსებობდნენ და იცნობდნენ თუ არა საძიებო სისტემებს, იცავდნე უ არა საავტორო უფლებებს და ა.შ
 გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მწირია ცოდნა საზოგადოებაში და ასევე გამოიკვეთა ინტერესი თემასთან დაკავშირებით. ამიტომ გაჩნდა იდეა დაგვეგეგმა პროექტი, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე ყველა კითხვას გასცემდა პასუხს და მათი ცნობიერება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გაიზრდებოდა.
ასევე პროექტი საშუალებას მოგვცემდა თითოეული მოსწავლე უფრო აქტიურად ჩართულიყო ძიების პროცესში, რაც თავის მხრივ ზოგადად მთელი კლასის გააქტიურებას და მათი უნარების გამოვლენას შეუწყობდა ხელს.

მიზნის ფორმულირება
მოკლევადიანი მიზნები:
·         პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა მოახდინონ იდეების გენერირება.
·         მოსწავლემ შეძლოს მოიპოვოს სანდო ინფორმაცია, როგორ და სად შეიქმნა ინტერნეტი, მასალის ძიებისას ეფექტიანად გამოიყენოს საძიებო სისტემები.
·         მოიძიოს მასალა ვებ-საიტებსა და ვებ-გვერდებზე, ინტერნეტ ბრაუზერების მნიშვნელობაზე  და სამისამართო სისტემაზე.
·         ისაუბროს ინტერნეტ ინფორმაციის სანდოობაზე და საავტორო უფლებების დაცვაზე.
·          პრეზენტაციის სახით წარმოადგინოს თავიანთ ნამუშევრები  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
·         მოიძიონ ვიდეო  ინტერნეტის შექმნის ისტორიაზე
·         მოსწავლეთა გარკვეულმა ჯგუფმა წარმოადგეინოს კედლის გაზეთი
·         დაამზადონ საინფორმაციო ბროშურა
·         უპასუხებონ ყველა იმ კითხვას, რომლის საჭიროებაც გამოიკვეთა სკოლაში გამოკითხვების და მასწავლებლებთან ინტერვიუს  შედეგად.
·         პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა აღნიშნულ თემას გაუკეთონ ანალიზი ე.წ ,,ვინ დაიპყრობს ღრუბლებს“  პროგრამა Power Point-ში აწყობილი პრეზენტაციით.
·         პრეზენტაციებს გაუზიარონ თანატოლებს და მასწავლეებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ატვირთავონ ბლოგზე და ინტერნეტ სივრცეში ისტ-ის ვებ-გვერდზე.
გრძელვადიანი მიზნები:

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:
·         ინფორმაციის მოპოვების კრიტიკულად შეფასების, შემოქმედებითად გამოყენების უნარები
·           ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკურ/იურიდიულ საკითხების და ნორმების დაცვის აუცილებლობის უნარები.
·          ისტ პროდუქტის შექმნის საშუალებების ფლობის უნარი
·         ინფორმაციუის კლასიფიკაციის, ანალიზის და სინთეზის უნარები.
·         პროექტის დაგეგმვის, განხორციელების, შდეგების ანალიზის და დასკვნების გაკეთების უნარები.
·         საღი მსჯელობის, კომუნიკაციის, პრეზენტაციის უნარები.
·         სოციალური უნარები (ურთიერთთანამშრომლობა, სხვისი მოსაზრების პატივისცემა და ა.შ)
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ისტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
·           ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
·           აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას; აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალის­წინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
·           ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად;
წინარე ცოდნა:
·         მოსწავლეებს განვითარებული აქვთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები,
·         მუშაობენ პროგრამა word-ში, mikrosoft power point-ში,
·         შეუძლიათ ინტერნეტში მასალის მოძიება ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით
·         იციან ფოსტის გამოყენება  და როგორ დაამყარონ ონლაინ კავშირი ერთმანეთთან, შეუძლიათნ გუგლდოკებში ინფორმაციის გაზიარება.
·         იციან ბლოგზე მასალის განთავსება
პროექტის განხორციელებისთვის საჭირო აქტივობები:
I კვირა:
აქტივობა 1.
პროექტის  დაწყებამდე 2 დღით ადრე მშობლებისთვის ვამზადებ ბროშურებს.
მიზანი:
დაინტერესებისა და ინფორმირებისთვის.

აქტივობა 2.
მოსწავლეებს ვაცნობ თემის შინაარსს პრეზენტაციის საშუალებით,
მათთვის მომზადებული მაქვს მოსწავლის მხარდასაჭერი მასალები.
მიზანი:
საშუალებას მისცემს უკეთ ჩაწვდნონ პროექტის მიზნებს და აუმაღლდეთ მოტივაცია სამუშაოს მიმართ.
აქტივობა 3.
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება.
მოსწავლეებს ვუსვავ თემატურ კითხვებს,რაც საშუალებას მაძლევს ზოგადი თემიდან უფრო კონკრეტულამდე დავიყვანო მათი შემოქმედებითი აზროვნება.

მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გაგება


II კვირა:
აქტივობა 4.

მიზანი:
მისი საშუალებითაც ზუსტად ვაძლევ მითითებებს ვის რა ევალება და რა დროში უნდა გაწერონ სამუშაო.

აქტივობა 5.
შუალედური მონიტორინგი
მიზანი:

რამდენად სწორად წარმართავენ დავალებულ სამუშაოებს მოსწავლეები, ხომ არ არის საჭირო გეგმის მოდიფიცირება, რჩევების მიცემა და კითხვებზე შესაბამისი პასუხები.

აქტივობა 6.
პროგრამა Power Point-ში მოამზადებული  პრეზენტაციის წარდგენა და გაზიარება

მიზანი:
განუვითარდებათ ისტ პროდუქტის შექმნის საშუალებების ფლობა.   

IIIკვირა

აქტივობა 7.
შექმნიან კედლის გაზეთს.

მიზანი:
მუშაობის შედეგის დემონსტრირება.

აქტივობა 8.
დაამზადებენ საინფორმაციო ბიულეტინებს.

მიზანი:
ინფორმირება და დაინტერესება საზოგადოების.

აქტივობა 9.
მოიძიებენ  ვიდეო-რგოლს  ინერნეტის წარმოშობის და განვითარების ეტაპებზე.

მიზანი:
ინფორმირება დაინტერესებული საზოგადოების

IV კვირა
აქტივობა 10.
შუალედური მონიტორინგი
მიზანი:
მოსწავლეთა ნამუშევრების გადახედვა, მათი საქმიანობის შეფასება, სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა.

აქტივობა 11.
შესრულებული ნამუშევრების  ერთმანეთისადმი გაზიარება ელ.ფოსტის საშუალებით.

მიზანი:
თანამშრომლობითი უნარის განვითარება და ურთიერთშფასება

აქტივობა12.
შექმნილი ისტ პროდუქტების ბლოგზე ატვირთვა და ასევე სოციალურ ქსელში ისტ-ის ვებ-გვერდზე განთავსება

მიზანი:
განუვიათარდებათ უნარი შექმნის  (პრეზენტაცია, ონლაინ რესურსები) და ინფორმაციის განთავსების ინტერნეტ სივრცეში

 შედეგები
·         გავეცნობით რა არის ინტერნეტი, როგორ და სად შიქმნა.
·         ვისაუბრებთ ვებ-საიტებსა და ვებ-გვერდებზე, ინტერნეტ ბრაუზერების მნიშვნელობაზე  და სამისამართო სისტემაზე.
·         მოსწავლეები პრეზენტაციის სახით წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
·         გვაჩვენებენ ფილმს ინტერნეტის წარმოშობისა და განვითარების ეტაპების შესახებ
·         მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი წარმოადგენს კედლის გაზეთს.
·         დაამზადებენ საინფორმაციო ბროშურებს
·         უპასუხებენ ყველა იმ კითხვას, რომლის საჭიროებაც გამოიკვეთა სკოლაში გამოკითხვების და მასწავლებლებთან ინტერვიუების  შედეგად.
·         პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეები აღნიშნულ თემას გაუკეთებენ ანალიზს ე.წ ,,ვინ დაიპყრობს ღრუბლებს“  პროგრამა Power Point-ში აწყობილი პრეზენტაციით.
·         თავიანთ შესრულებულ ნამუშევრებს გაუზიარებენ ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
·         პრეზენტაციებს ატვირთავენ ბლოგზე


დიფერენცირებული სწავლება





სპეციალური საჭიროებები
არ მყავს


არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არ მყავს


მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
მყავს და მათ დავავალებ განხორციელებული პროექტი ატვირთონ ბლოგზე და მოახდინონ ბლოგის პრეზენტაცია.





შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების
შემდეგ





გონებრივი იერიში


ფასილიტაცია
თანასწორთა უკუკავშირი
ჩეკლისტები
პროდუქტები (პრეზენტაციები, ვიდეო-რგოლი, საინფორმაციო ბროშურები, კედლის გაზეთი, ინტერნეტში განთავსებული მასალა, ბლოგზე განთავსებული პრეზენტაციები.)

რუბრიკები
და ქულების მინიჭების
ფორმები

დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე
გეზის მიმცემი კითხვები
არაფორმალური დაკვირვება და შემთხვევების ჩანიშვნები

ჩანიშვნები
სასწავლო კონფერენცია
განმავითარებელი
შეფასება



თვით-შეფასება და რეფლექსია

ჩკლისტები




ინტერვიუები, დაკვირვებები


განმავითარებელი კომენტარი


 






 

 


 



შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი:

·         პროექტის განმავლობაში გამოვიყენებ გამოკითხვას ზოგადი და თმატური კითხვების შესაბამისად.

·         გონებრივი იერიშის გამოყენებით განვსაზღვრავ მოსწავლეების წინარე ცოდნას, მოსწავლეებს ვთხოვ დაიწყონ სქემის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, გავიგე „ შევსება.
·         პერიოდულად განვიხილავ პასუხებს შინაარსობრივ კითხვებზე, რათა შევაფასო თემის გააზრების ხარისხი და შესაბამისად წარვმართო პროექტის პროცესი.
·         ჯგუფურ მუშაობას შვაფასებ ჯგუური მუშაობის რუბრიკის გამოყენებით.
·         მუშაობის პროცესში პერიოდულად გავმართავ თანაკლასელების შეხვედრებს უკუკავშირის გაზიარებისთვის.
·         გამოვიყენებ თითშფასების რუბრიკებს
·         პროექტზე დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შფასებისთვის გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკებს.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები,

მათი თავიდან აცილების გზები:

 

რისკები

თავიდან აცილების გზები

შესაძლოა აღმოჩდნენ პასიური მოსწავლეები

ჯგუფის წევრებს მივცემ რეკომენდაციას, სამუშო გადაანაწილონ ისე, რომ ყველა წევრს ჰქონდეს კონკრეტული დავალება

შესაძლოა მოსწავლეების ნაწილს არ ჰქონდეს წვდომა ინტერნეტზე

მოსწავლეებს შუძლიათ ისარგებლონ სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიით

შესაძლოა მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია არასანდო წყაროდან

კონსულტაციები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთპროექტისათვისსაჭიროტექნოლოგიურიუზრუნველყოფა)

ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები:
ბეჭდვითი მასალები
ნ.ჯამასპიშვილის VI კლასის სახელმძღვანელო          
ინვენტარი/მასალები
ფორმატი, მარკერები, პრინტერი
ინტერნეტრესურსები
Google,  you tube,  ka.wikipedia.org




შეფასების რუბრიკები

ინფორმაციის მოპოვების უნარის შეფასების სქემა

შედეგები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინფორმაციის საშუალებების გამოყენება
იყენებს მხოლოდ ხელთ არსებულ მცირე ინფორმაციას

იყენებს ინფორმაციის რამდენიმე წყაროს
იყენებს ინფორმაციის მრავალფეროვან საშუალებებს
მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისობა დასმულ შეკითხვებთან
მოპოვებული ინფორმაცია  მცირედ შეესაბამება დავალებას
მოპოვებული მასალა ძირითადად  შეესაბამება დასმულ კითხვებს
მოპოვებული ინფორმაცია მთლიანად შეესაბამება დასმულ კითხვებს
მოპოვებული მასალის ორგანიზება
არასწორადაა ორგანიზებული

მასალა ორგანიზებულია, მაგრამ რთულად აღიქმება
მასალა კარგადაა ორგანიზებული
ინფორმაციის ანალიზი და გამოყენება
უჭირს მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და გამოყენება
ძირითადად ახერხებს ინფორმაციის ანალიზს და გამოყენებას.
სრულყოფილად ახდენს ინფორმაციის ანალიზს. მიზანმიმართულად იყენებს მოპოვებულ ინფორმაციას




კვლევის უნარის  შეფასების რუბრიკა
შედეგები
დაბალი
საშუალო
მაღალი
კვლევის მიზნის განსაზღვრა
უჭირს კვლევის მიზნის განსაზღვრა
ძირითადად სწორად აყალიბებს მიზანს
სრულყოფილად აყალიბებს მიზანს, განსაზღვრავს
სპეციფიკურ დეტალებს
საჭირო მასალის
აღჭურვილობის
განსაზღვრა
ჩამოთვლის საჭირო მასალის ნაწილს
ჩამოთვლის  ძირითად საჭირო მასალას
ჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და აღჭურვილობას
კვლევის შედეგის ვარაუდი
ვარაუდს ნაწილობრივ
აყალიბებს, მაგრამ
ვერ ასაბუთებს
ვარაუდობს კვლევის შედეგს,
ნაწილობრივ ასაბუთებს საკუთარ ვარაუდს
ვარაუდობს კვლევის შედეგს,
 ასაბუთებს საკუთარ ვარაუდს
კვლევის მიმდინარეობის აღწერა
ჩამოთვლის კვლევის პროცესის  ზოგიერთ ეტაპს
ჩამოთვლის კვლევის ძირითად ეტაპებს
დეტალურად ჩამოთვლის კვლევის ეტაპებს
მონაცემთა ანალიზი
აკეთებს მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს
აკეთებს მონაცემთა ანალიზს ხარვეზებით
აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი
საშუალებების გამოყენებით
დასკვნა
უჭირს დასკვნების გაკეთება
აკეთებს ძირითად დასკვნებს
აკეთებს სრულფასოვან დასკვნებს

პროექტის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შედეგები
დაბალი
საშუალო
მაღალი

საინტერესო შესავალი
ტრაფარეტული და უინტერესოა
არის აუდიტორიის დაინტერესების მცდელობა
საინტერესოდ არის მოწოდებული
მოძიებული აქვს დამატებითი მასალა, რაც საინტერესოს ხდის შესავალს
საუბარი
დაბნეულია და გასაგებად ვერ მსჯელობს
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს
საუბარი გამართული და გასაგებია.
არ ორჭოფობს, საუბრობს დარწმუნებით
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ ახერხებს აუდიტორიის დაინტერესებას
ნაწილობრივ ახერხებს აუდიტორიის დაინტერესებას
გრძნობს და ითვალისწინებს აუდიტორიის ინტერესებს
კარგად აქვს გამომუშავებული კომუნიკაციის უნარი
თვალსაჩინოებების გამოყენება
არ იყენებს
იყენებს მწირედ
იყენებს დიაგრამებს, ცხრილებს
იყენებს მრავალფეროვან თვალსაჩინოებას
პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
უჭირს პასუხის გაცემა
პასუხობს კითხვების დიდ ნაწილს
 ყველა კითხვას პასუხობს
გამართულად, დამაჯერებლად პასუხობს ყველა კითხვას



ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო არ იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო არ იყო განაწილებული
სამუშაო ორგანიზებული  იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს  შორის  არათანაბრად გადანაწილდა
სამუშაო კარგად იყო ორგანიზებული, ჯგუფის წევრებს შორის სამუშაო თანაბრად გადანაწილდა
ჩართულობა
ჯგუფის ერთ (ორი) წევრი აქტიურობდა
ჯგუფის თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა
ჯგუფის  ყველა წევრი აქტიურობდა
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის  აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის  აზრს
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან  განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გადააცდინეს  დროს
დაიცვეს დროის ლიმიტი




მოსწავლეთა თვითშეფასება
სახელი  და  გვარი  _________________
შეაფასეთ  თქვენი  აქტიურობა პროექტის  განხორციელების  სხვადასხვა  ეტაპზე მოცემული  უჯრები  გააფერადეთ  თქვენი  პასუხის  შესაბამისად
1.     კვლევის  კითხვარის  შედგენაში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

2.        კვლევის  დაგეგმვაში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

3.     კვლევის  ჩატარების  პროცესში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

4.     კვლევის  შედეგების  დამუშავებაში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

5.     კვლევის  შედეგების  შესახებ  პრეზენტაციის  შექმნაში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

6.     ინფორმაციის  მოძიება- დამუშავებაში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

7.      პრეზენტაციის  შექმნაში

აქტიური  მონაწილეობა  მივიღე      □  □  □  □  □   არ  მიმიღია  მონაწილეობა

8.     ვფლობ  ინფორმაციას  ინტერნეტის განვითარების ეტაპების შესახებ

სრულად      □  □  □  □  □   არასრულად

9.     აქტიური მონაწილეობა მივიღე ბროშურის შექმნაში

საინტერესო     □  □  □  □  □   არ  დამაინტერესა

10.  ჯგუფში  მუშაობა

მომწონს     □  □  □  □  □   არ  მომწონს

11.  მომავალშიც  მივიღებ  მონაწილეობას  სხვა  პროექტის  განხორციელებაში

კი     □  □  □  □  □   არა



პროექტის   ჩეკლისტი




სასწავლო პროცესი ორიენტირებულია  მოსწავლეებზე


პროექტი ეფუძნება მნიშვნელოვან სასწავლო ამოცანებს და შეესაბამება სტანდარტებს


პროექტი ეფუძნება მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს


პროექტში ინტეგრირებულია მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასების კომპონენტები


პროექტში შეტანილია ურთიერთდაკავშირებული დავალებები და აქტივობები, რომლებიც დროშია გაწერილი


პროექტი უკავშირდება რეალურ ცხოვრებას


მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს ნამუშევრების გამოქვეყნებით, პრეზენტაციით ან გამოფენით.



პროექტისWorld Wide Web-მსოფლიო აბლაბუდას ქსელი  რეფლექსია

სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ჩემს მოსწავლეებში განვითარებას საჭიროებს შემდეგი უნარები:
  • კვლევის,
  • კრიტიკული აზროვნების,
  • თანამშრომლობის,
  • გუნდური მუშაობის,
  • მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების გაკეთების,
  • პრეზენტაციის,
  • კომუნიკაციის,
ვთვლი, რომ აღნიშნული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია პროექტებით სწავლების გზით.
გადავწყვიტე, ამემაღლებინა საკუთარი კვალიფიკაცია პროექტებით სწავლების და ისტ-ის ეფექტიანად გამოყენების კუთხით.  ამ მიზნით გავიარე ინოვაციური განათლების  მიერ ფონდის ორგანიზებული ტრენინგები და პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ინტელის  სასწავლო კურსიპროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“. მიღებული ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენე რამდენიმე სასწავლო პროექტის, მათ შორის პროექტის                       World Wide Web-მსოფლიო აბლაბუდას ქსელი  დაგეგმვის და განხორციელების პროცესში.
განხორციელებული პროექტის შესაბამისობა პროფესიულ სტანდარტთან:

ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
  • ახდენს ტექსტური,  გრაფიკული და აუდიო მასალის ეფექტიანად კომბინირებას მიზნის შესაფერისი ციფრული მასალის შექმნისას;
  • აფასებს ციფრული საშუალებების შესაძლებლობებს და ადეკვატურად შეარჩევს ციფრულ საშუალებებს ცნებების, ობიექტების და პროცესების გამოსახვისას;აუდიტორიის მოთხოვნების და საკუთარი (ან ჯგუფის) მიზნების გათვალისწინებით, ამზადებს პრეზენტაციას/სლაიდებს საკუთარი (ან ჯგუფის) მოსაზრებების წარმოსაჩენად ან მუშაობის შედეგის სადემონსტრაციოდ;
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
  • ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს და საძიებო ფრაზების სინტაქსს. აფასებს და მსჯელობს ერთი სისტემის უპირატესობაზე მეორესთან შედარებით;

  • იყენებს ისტ-ს იდეების და ინფორმაციის ორგანიზებისას. (მაგალითად, იყენებს ცნებების რუკას იდეების ორგანიზებისას და მთავარ იდეასა და დამხმარე დეტალებს შორის ურთიერთმიმართების წარმოსაჩენად).

ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
იყენებს ისტ-ს ავტორებთან და ექსპერტებთან საკომუნიკაციოდ ციფრული ინფორმაციის მოსაძიებლად, ციფრული მასალის შესაქმნელად და მისი ხარისხის გასაუმჯობესებლად


პროექტის სასწავლო მიზნები:
  • მოსწავლემ შეძლოს მოიპოვოს სანდო ინფორმაცია, როგორ და სად შეიქმნა ინტერნეტი
  • მოიძიოს მასალა ვებ-საიტებსა და ვებ-გვერდებზე, ინტერნეტ ბრაუზერების მნიშვნელობაზე  და სამისამართო სისტემაზე.
  • ისაუბროს ინტერნეტ ინფორმაციის სანდოობაზე და საავტორო უფლებების დაცვაზე
  • პრეზენტაციის სახით წარმოადგინოს თავიანთ ნამუშევრები  აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
  • მოიძიონ ვიდეო  ინტერნეტის შექმნის ისტორიაზე
  • მოსწავლეთა გარკვეულმა ჯგუფმა წარმოადგეინოს კედლის გაზეთი
  • დაამზადონ საინფორმაციო ბროშურა
  • უპასუხებონ ყველა იმ კითხვას, რომლის საჭიროებაც გამოიკვეთა სკოლაში გამოკითხვების და მასწავლებლებთან ინტერვიუს  შედეგად.
  • პრეზენტაციის დასასრულს მოსწავლეებმა აღნიშნულ თემას გაუკეთონ ანალიზი ე.წ ,,ვინ დაიპყრობს ღრუბლებს“  პროგრამა Power Point-ში აწყობილი პრეზენტაციით.
  • პრეზენტაციებსი გაუზიარონ თანატოლებს და მასწავლეებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ატვირთავონ ბლოგზე და ინტერნეტ სივრცეში ისტ-ის ვებ-გვერდზე.

გრძელვადიანი მიზნები
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა:
  • ინფორმაციის მოპოვების დაკლასიფიკაცია
  • კრიტიკული  შეფასების,  
  • შემოქმედებითად გამოყენების,
  • ინფორმაციის ანალიზის და სინთეზის უნარები,
  • პროექტის დაგეგმვის,  განხორციელების, შედეგების ანალიზის და დასკვნის გაკეთების უნარები;
  • საღი მსჯელობის,
  • კომუნიკაციის,
  • პრეზენტაციის უნარები,
  • არჩევანის გაკეთების და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
  • სოციალური უნარები (ურთიერთთამშრომლობა, სხვისი მოსაზრების პატივისცემა და .).
პროექტიWorld Wide Web-მსოფლიო აბლაბუდას ქსელი“  განვახორციელე 2017  წლის მაისი-ივ ნიოსში (05.05.2017 - 8.05.2014 .) მე-6 კლასში.
გონებრივი იერიშის დახმარებით გამოვიკვლიე მოსწავლეთა წინარე ცოდნა ინტერნეტთან  დაკავშირებით. შევადგინეთ პრობლემების ხე და გამოვკვეთეთ პრობლემის აქტუალობა. ერთობლივად დავსახეთ სასწავლო მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და პროექტის განხორციელების ღონისძიებები.
შევადგინე მიმართულების მიმცემი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გავითვალისწინე თემის შესაბამისობა ესგ- შედეგებთან და ინდიკატორებთან, გავაანალიზე პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები, მათი თავიდან აცილების გზები. შევეცადე ისე დამეგეგმა პროექტი,რომ მოსწავლეებმა პროექტის მსვლელობისას შეძლონ პასუხის გაცემა ყველა დასმულ კითხვაზე. შევადგინე შეფასების დროის ჩარჩო, გავითვალისწინე მოსწავლეთა შეფასება პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.
პირველი კვირის განმავლობაში კლასი შემთხვევითი პრინციპით დავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფმა მოახდინა სხვადსხვა ასაკის მოსწავლეების გამოკითხვა შედგენილი კითხვარის საშუალებით.
ჯგუფების წარმომადგენლებმა ერთობლივად დაითვალეს გამოკითხვის შედეგები, გააკეთეს შედეგების სტატისტიკური ანალიზი,  დასკვნები და გაუზიარეს  საკუთარი ჯგუფის წევრებს.
05.05-10.05- მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული კითხვების საშუალებით სკოლის მოსწავლეეებში გამოიკვლიეს რა იცოდნენ ინტერნეტის შესახებ, მასწავლებლებთან ჩაწერეს ინტერვიუები და დაადგინეს საჭიროებები.
11.05-18.05 - თითოეულ ჯგუფმა მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის წარმოშობის და განვითარების ეტაპების, სანდოობის, საავტორო უფლებების დაცვის და  IP მისამართების შესახებ.  ასევე ინტერნეტ-ბრაუზერებისა და ქსელების შესახებ. მოძიებული ინფორმაცია დაახარისხეს, გააანალიზეს და შჯერდნენ.
22.05-30.05- ჯგუფებმა მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პროგრამა Power Point-ში ააწყეს პრეზენტაციები, გამოუშვეს კედლის გაზეთი, დაამზადეს საინფორმაციო ბროშურა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუზიარეს ერთმანეთს.
7.04-10.04-  ჯგუფებმა სწორი კვების პოპულარიზაციის მიზნით შექმნეს  ბუკლეტები.
6 მაისს  სასკოლო კონფერენციაზე  ჯგუფების წარმომადგენლებმა   სკოლის მოსწავლეებს გააცნეს გამოკითხვის შედეგები, მოახდინეს  ნამუშევრების  პრეზენტაცია.
8 მაისს მასწავლებლებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით გადაუგზავნეს თავიანთი ნაშრომები.
კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით პროექტის გეგმა, მასალები განთავსდა  ჩემს ბლოგზე, მისამართზე http://pikriamakharashvili.blogspot.com/p/blog-page_26.html
პროექტის განმავლობაში  მუდმივად ვახდენდი ჯგუფების მუშაობის მონიტორინგს.
ვთვლი, რომ  მიღებული შედეგები შეესაბამება დასახულ მიზნებს.  ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში. სამუშაოს გადანაწილებამ ხელი შეუწყო პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ზრდას. გაიზარდა ინტერესი საკვლევი საკითხის და ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ. განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.  
ისტ-ის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა გამოიყენეს ინფორმაციის მოძიების, პრეზენტაციების გაკეთების,ბუკლეტის დამზადების, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ინფორმაციის გაზიარების, ბლოგზე მასალის ატვირთვის დროს.
ასევე პროექტის განხორციელების დროს გამოიკვეთა ხარვეზებიც. ერთ-ერთ  ჯგუფს გაუჭირდა მოპოვებული მასალის ანალიზი და ორგანიზება, დადგენილ ვადებში სამუშაოს შესრულება. მივეცი შესაბამისი რჩევები დავეხმარე მათ დავალებების შესრულებაში. ვთვლი, რომ ამ კუთხით საჭიროა მუშაობის გაგრძელება. ასევე პრობლემას წავაწყდი ჯგუფური მუშაობის დროს, ვთვლი, რომ თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე როგორც მასწავლებელმა უფრო ხშირად უნდა ვიმუშაო.

შეფასებისთვის გამოვიყენე ჯგუფური მუშაობისთანამშრომლობისპრეზენტაციის რუბრიკები. გამოვიყენე მოსწავლეთა თვითშეფასება  და პედაგოგის თვითშეფასება.
ვთვლი, რომ პროექტებით სწავლება მოსწავლეებში კრიტიკული  აზროვნების, სოციალური უნარების განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი სტრატეგიაა, ამიტომ პროექტებით სწავლებას ვგეგმავ მომავალშიც.

No comments:

Post a Comment